Შეკვეთის გაფორმება

Შეკვეთის გაფორმების დროს, საჭიროა საიტზე მიეთითოს  სახელი , გვარი პირადი ნომერი ,ტელეფონის  ნომერი და მისამართი ,რომელიც საჭიროა ამანათის ჩაბარებისთვის .

არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.

მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.

პროდუქციის ყიდვა

  • პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
  • პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
  • საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.
  • მმართველი კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქტზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში.
  • პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების პოლიტიკის განსაზღვრელი დოკუმენტი.

შეკვეთის მიღება

  • დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
  • თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში;  თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს,  დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია  წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის  შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა.
  • დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
  • თუ შეკვეთა ნაკლის მქონეა, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
  • ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
  • კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

მხარეთა პასუხისმგებლობა

  • თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
  • მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

მენიუ