ზოგადი მიმოხილვა

  • პროდუქციაზე რომელზედაც ვრცელდება საგარანტიო პირობები, გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის გამოსწორების საკითხები დარეგულირებულია შესაბამისი საგარანტიო სერვისით.
  • სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის შეცვლის ვადა შეადგენს 15 კალენდარულ დღეს ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით.
  • ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული და უნდა იყოს იმ პირვანდელ მდგომარეობაში როგორშიც მომხმარებელმა შეძენისას მიიღო, თავდაპირველი შეფუთვისა და სასაქონლო იერსახის გათვალისწინებით.
  • პროდუქციის გაცვლისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
  • პროდუქციის შეცვლის შემთხვევაში დასაშვებია გაცვლა იდენტური ან განსხვავებული ღირებულების პროდუქციაზე. ფასთა შორის სხვაობას ერთი მხარე სრულად აუნაზღაურებს მეორეს.
  • წინამდებარე პირობების გათვალისწინებით შეცვლა დაქვემდებარებული პროდუქციის გამყიდვლის სავაჭრო ობიექტამდე მიტანას მომხმარებელი ახორციელებს საკუთარი ხარჯით და რესურსით.

Პროდუქციის შეცვლას არ ექვემდებარება:

  • Მექანიკურად დაზიანებული პროდუქცი
  • შეძენილი პროდუქცია რომლის იმპორტიც/წარმოებაც განხორციელდა სპეციალურად მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით.
  • Იმ შემთხვევაში თუ დამატებითი დეტალების გარკვევის გარეშე შეიძინეთ პროდუქტი . არსებული რეალობით კი განიცდით უკმაყოფილებას .
  • Თუ გასულია 15 დღეზე მეტი 

დაბრუნების პირობები:

  • მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების უფლებას.
  • ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის გაცხადებიდან, მომხმარებელს ენიჭება 10 დღიანი ვადა ნივთის დასაბრუნებლად. აღნიშნული ვადის გასვლა, კომპანიას უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს ნივთის უკან დაბრუნებაზე.
  • მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება უზრუნველყოს როგორც ფოსტის მეშვეობით ისე, პირადად, შემდეგ მისამართზე:თემქა IX კვარტალი 22 ა . ნივთის დაბრუნება შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10 საათიდან 19 საათამდე, გარდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
  • კომპანია ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ან გააუქმოს განვადება ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ფორს–მაჟორი

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
  • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

კონფიდენციალურობა

წინამდებარე წესები და პირობები ატარებენ კონფიდენციალურ ხასიათს და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:

  • იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
  • დამკვეთი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს ისურვეს ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
  • პრეტენზიები და დავები
  • მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
  • დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განსახილველად გადაეცემა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
  • იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
  • დამატებითი პირობები
  • ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.

მენიუ